logo
ENG



IRI: მოსახლეობის 68% ფიქრობს, რომ ქვეყნის პოლიტიკა პოლარიზებისკენ მიდის

25 აპრ 202312:17
3 წუთის საკითხავი
 
2023/04/25/bz5pe341sxnh4mm.jpg
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის საზოგადოებრივი აზრის კვლევის თანახმად, გამოკითხული მოსახლეობის 68% მიიჩნევს, რომ ქვეყნის პოლიტიკა პოლარიზებისკენ მიდის. 
 
კვლევის მიხედვით, მოსახლეობის 23% ფიქრობს, რომ ქვეყნის პოლიტიკა კონსენსუსისკენ მიდის, ხოლო 10% უარს ამბობს პასუხის გაცემაზე/არ იცის. 
 
 
IRI-ს კვლევის საველე სამუშაოები Polling & Marketing-მა ჩაატარა. მონაცემები შეგროვდა მთელი საქართველოს მასშტაბით 2023 წლის 4-დან 23 მარტამდე, პირისპირ ინტერვიუს მეთოდით. გამოიკითხა საქართველოს 1500 მოქალაქე 18 წლის ზემოთ, ვისაც ხმის მიცემის უფლება აქვს და ეს რაოდენობა გენერალური მოსახლეობის ჭრილში რეპრეზენტატულია ასაკის, სქესის, რეგიონის და დასახლების ზომის მიხედვით. გამოპასუხების მაჩვენებელმა შეადგინა 63%. ცდომილების ზღვარი ±2.5 პროცენტული პუნქტი. კვლევა დაფინანსდა აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს მიერ.

close დახურვა