logo
ENG



IRI: 12% თვლის, რომ მის ინტერესებს არც ერთი პოლიტიკური პარტია ასახავს

12 აგვ 202017:26
3 წუთის საკითხავი
 
ncce9d7tuugv7tb.jpg

საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 12%-ის ინტერესებს არც ერთი პოლიტიკური პარტია არ ასახავს.

უფრო კონკრეტულად, კითხვაზე - „გჯერათ, რომ ერთი პარტია მაინც ასახავს თქვენს ინტერესებს?“ – 23%-მა განაცხადა, რომ სჯერა, 41%-ს ნაწილობრივ სჯერა, 18%-ს არ სჯერა, 6%-ს კი, კითხვაზე პასუხი არ აქვს.

კვლევა ჩატარდა საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის კვლევების ცენტრის სახელით, ბალტიის კვლევებისა და გელაპის ორგანიზაციის წარმომადგენლის, დოქტორ რასა ალიშაუსკინეს მიერ, 2020 წლის 4 ივნისი - 2 ივლისის პერიოდში. შერჩევა მოიცავდა საარჩევნო ხმის უფლებისა და ასაკის მქონე 1500 რესპონდენტს. მონაცემები შეწონილი იყო ასაკის, გენდერის, რეგიონისა და დასახლების ზომის შესაბამისად. ცდომილების ზღვარი წარმოადგენს +/- 2.5 პროცენტს, გამოპასუხების მაჩვენებელი - 66 პროცენტს. 

 


close დახურვა