logo
ENG



IRI: 78% არ ემხრობა რუსეთის მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმს, ბიზნესის/ქონების რეგისტრირებას

07 ნოე 202220:38
3 წუთის საკითხავი
 

საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) საზოგადოებრივი აზრის კვლევის თანახმად, გამოკითხული მოსახლეობის 78% არ ემხრობა რუსეთის მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმს, ბიზნესის ან ქონების დარეგისტრირებას.

კვლევის მიხედვით, 14% ამბობს, რომ რუსეთის მოქალაქეებს სავიზო რეჟიმი არ უნდა გაუუქმდეთ, 8%-ის აზრით, მათ ბიზნესის რეგისტრაციის უფლება არ უნდა ჰქონდეთ, ხოლო 5% არ ემხრობა რომ რუსეთის მოქალაქეებს ქონების რეგისტრირების უფლება ჰქონდეთ. 4%-ს კითხვაზე პასუხი არ აქვს.

პოლიტიკური პარტიების ამომრჩევლების მიხედვით, რუსეთის მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმის, ბიზნესის ან ქონების დარეგისტრირების წინააღმდეგია ნაციონალური მოძრაობის ამომრჩევლების 91%, ხოლო ქართული ოცნების 64%.

IRI-ის დაკვეთით კვლევა ჩატარდა 2022 წლის 13 სექტემბრიდან 2 ოქტომბრამდე პერიოდში. საველე სამუშაოები კომპანია IPM-მა ჩაატარა. მონაცემები შეგროვდა პირისპირ ინტერვიუს მეთოდით რესპონდენტთა სახლებში. მრავალეტაპიანი შემთხვევითი შერჩევის მეთოდით გამოიკითხა 1500 სრულწლოვანი მოქალაქე. ცდომილების ზღვარი +/- 2.5%-ია.


close დახურვა