logo
ENG



IRI: გამოკითხულთა 21% თვლის, რომ ხელისუფლებას მიღწევა არ აქვს

19 ნოე 201900:55
3 წუთის საკითხავი
 
sxt27k7bal4tdz4.jpg

საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტმა (IRI) 2019 წლის 20 ივნისის საპროტესტო აქციების შემდეგ პირველი კვლევა ჩაატარა. კვლევის თანახმად, კითხვაზე დაასახელეთ მთავრობის ყველაზე დიდი მიღწევა 36% არ აქვს პასუხი, ხოლო 21% თვლის, რომ ხელისუფლებას მიღწევა არ აქვს.

ყველაზე დიდ მიღწევად ჯანდაცვის რეფორმა რჩება 13%. 

კითხვაზე თუ რა არის მთავრობის ყველაზე დიდი ჩავარდნა არის დაპირებების ვერ შესრულება - 12%. აღსანიშნავია, რომ ამ დროისთვის მმართველი გუნდი ამომრჩეველს ჯერ კიდევ არ ყოფილა პროპორციულ საარჩევნო სისტემას დაპირებული. გამოკითხულთა 8% მიიჩნევს, რომ ყველაზე დიდი ჩავარდნა ლარის დევალვაციაა, ხოლო 7% 20 ივნისის ღამეს მიიჩნევს ჩავარდნად.

წინამდებარე კვლევის საველე სამუშაოები ჩაატარა კვლევისა და მარკეტინგის ინსტიტუტმა (IPM), 2019 წლის 11 სექტემბრიდან 14 ოქტომბრის ჩათვლით. კვლევას კოორდინაციას უწევდა კვლევითი კომპანიის „ბალტიის კვლევები/გელაპის ორგანიზაციის“ წარმომადგენელი, დოქტორი რასა ალისაუსკიენე, საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის კვლევების ცენტრის დაკვეთით. კვლევა განხორციელდა პირისპირ ინტერვიუს მეთოდის გამოყენებით რესპოდენტების საცხოვრებელ სახლებში. 

კვლევაში მონაწილეობა მიიღო საარჩევნო ხმის უფლების მქონე საქართველოს 1500-მა მაცხოვრებელმა, 18 წლის ასაკიდან. შერჩევა არის წარმომადგენლობითი და ზუსტად ასახავს საქართველოს მთლიან მოსახლეობას ასაკის, სქესის, რეგიონისა და სიდიდის გათვალისწინებით. გამოყენებული იქნა მრავალსაფეხურიანი ალბათობის მეთოდი, შემთხვევითი მარშრუტისა და შემდგომი დაბადებისდღის მქონე რესპოდენტის შერჩევის კრიტერიუმით. 


close დახურვა