"რას ფიქრობთ, რა არის ყველაზე დიდი გამოწვევა საქართველოს დემოკრატიული განვითარებისთვის/მომავლისთვის?" - ამ კითხვაზე IRI-ს მიერ გამოკითხულთა 41% პასუხობს, რომ არ იცის ან პასუხი არ აქვს.
ამავე კითხვაზე, მთავარ გამოწვევებად რესპონდენტთა მცირე ნაწილი ეკონომიკურ განვითარებას (9%), უმუშევრობას (6%), დაკარგული ტერიტორიების დაბრუნებას(5%), პრობლემებს განათლების სფეროში (5%) და სიტყვის თავისუფლებას (5%) ასახელებს.
კვლევა ჩატარდა საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის კვლევების ცენტრის სახელით, ბალტიის კვლევებისა და გელაპის ორგანიზაციის წარმომადგენლის, დოქტორ რასა ალიშაუსკინეს მიერ, 2020 წლის 4 ივნისი - 2 ივლისის პერიოდში. შერჩევა მოიცავდა საარჩევნო ხმის უფლებისა და ასაკის მქონე 1500 რესპონდენტს. მონაცემები შეწონილი იყო ასაკის, გენდერის, რეგიონისა და დასახლების ზომის შესაბამისად. ცდომილების ზღვარი წარმოადგენს +/- 2.5 პროცენტს, გამოპასუხების მაჩვენებელი - 66 პროცენტს.