logo
ENG



IRI: მოსახლეობის 51% რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნებს სრულად ან ნაწილობრივ ეთანხმება

02 აგვ 202117:59
3 წუთის საკითხავი
 
2021/08/02/e8h1v2qg7u8hjr9.jpg

საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი საზოგადოებრივი აზრის კვლევას აქვეყნებს, რომლის თანახმად, გამოკითხული მოსახლეობის 51% რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნებს სრულად ან ნაწილობრივ ეთანხმება.

შეკითხვაზე, ეთანხმებით თუ არა ოპოზიციის მოთხოვნას საქართველოში ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით, პასუხები ასე გადანაწილდა:

  • 29% -ეთანხმება
  • 22% - ნაწილობრივ ეთანხმება
  • 12 %-ნაწილობრივ არ ეთანხმება
  • 27%- არ ეთანხმება
  • 10% არ იცის/ პასუხი არ აქვს

 

კვლევის საველე სამუშაოები 15-დან 30 ივნისამდე პერიოდში, პირისპირ ინტერვიუების სახით ჩატარდა.

გამოიკითხა საქართველოში მცხოვრები 1500 მოქალაქე, 18 წლის ან უფროსი ასაკის. ის წარმომადგენლობითია საქართველოს მთლიანი მოსახლეობისა ასაკის, სქესის, რეგიონის და დასახლების ზომის მიხედვით. ცდომილების ზღვარი +/-205%-ია.


close დახურვა