logo
ENG



IRI: მოსახლეობის 59%-ს სურს, რომ მომავალი პრემიერი რომელიმე პარტიასთან იყოს კავშირში

17 სექ 202010:45
3 წუთის საკითხავი
 
srr7bt1q79dgwib.jpg

IRI-ს კვლევით, მოსახლეობის 59% პასუხობს, რომ საქართველოს მომავალი პრემიერი რომელიმე პარტიასთან უნდა იყოს დაკავშირებული. გამოკითხულთა მხოლოდ 16%-ს სურს, რომ პრემიერი დამოუკიდებელი, უპარტიო იყოს. ამავე კითხვაზე 25% პასუხობს, რომ არ იცის, ან არ აქვს პასუხი. 

IRI-ს კითხვაზე, ვინ უნდა დანიშნოს მომავალი პრემიერმინისტრი, მოსახლეობის 44%-ს მიაჩნია, რომ ეს საპარლამენტო უმრავლესობის პრეროგატივაა, ხოლო მხოლოდ 36%-ის აზრით, პრემიერი პარლამენტის მრავალპარტიულმა  კოალიციამ უნდა დანიშნოს. 

კვლევა 4 აგვისტოდან 21 აგვისტოს პერიოდში, პირდაპირი ინტერვიუს პრინიციპით ჩატარდა. გამოკითხვაში მონაწილება 1 500-მა ადამიანმა მიიღო. ცდომილება +- 2.5%-ია. 

 


close დახურვა