logo
ENG



IRI: მოსახლეობის 61% სააკაშვილის სხვა ქვეყანაში სამკურნალოდ გადაყვანას ემხრობა

25 აპრ 202312:34
3 წუთის საკითხავი
 
2023/04/25/7mxzuwrvg94chct.jpg
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის საზოგადოებრივი აზრის კვლევის თანახმად, გამოკითხული მოსახლეობის 43% მიხეილ სააკაშვილის სხვა ქვეყანაში სამკურნალოდ გადაყვანას მხარს მტკიცედ უჭერს. 
 
კვლევის მიხედვით, სააკაშვილის სხვა ქვეყანაში სამკურნალოდ გადაყვანას:
  • გარკვეულწილად ემხრობა- 18%
  • მტკიცედ არ უჭერს მხარს- 26%
  • გარკვეულწილად არ უჭერს მხარს- 7%
  • არ სურს პასუხის გაცემა/ არ იცის- 6% 
IRI-ს კვლევის საველე სამუშაოები Polling & Marketing-მა ჩაატარა. მონაცემები შეგროვდა მთელი საქართველოს მასშტაბით 2023 წლის 4-დან 23 მარტამდე, პირისპირ ინტერვიუს მეთოდით. გამოიკითხა საქართველოს 1500 მოქალაქე 18 წლის ზემოთ, ვისაც ხმის მიცემის უფლება აქვს და ეს რაოდენობა გენერალური მოსახლეობის ჭრილში რეპრეზენტატულია ასაკის, სქესის, რეგიონის და დასახლების ზომის მიხედვით. გამოპასუხების მაჩვენებელმა შეადგინა 63%. ცდომილების ზღვარი ±2.5 პროცენტული პუნქტი. კვლევა დაფინანსდა აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს მიერ.

close დახურვა