logo
ENG



IRI: მოსახლეობის 64% ევროკავშირში, ხოლო 56% ნატოში გაწევრებას სრულად უჭერს მხარს

12 აგვ 202017:08
3 წუთის საკითხავი
 
r80trx2dx9o27zp.jpg

საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 64% ევროკავშირში, ხოლო 56% ნატოში გაწევრიანებას სრულად უჭერს მხარს. 

ამავე კითხვაზე რესპონდენტთა 23% პასუხობს, რომ "ნაწილობრივ ეთანხმება" ევროკავშირში გაწევრებას, ხოლო 22% - ნატოში. 

კვლევა ჩატარდა საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის კვლევების ცენტრის სახელით, ბალტიის კვლევებისა და გელაპის ორგანიზაციის წარმომადგენლის, დოქტორ რასა ალიშაუსკინეს მიერ, 2020 წლის 4 ივნისი - 2 ივლისის პერიოდში. შერჩევა მოიცავდა საარჩევნო ხმის უფლებისა და ასაკის მქონე 1500 რესპონდენტს. მონაცემები შეწონილი იყო ასაკის, გენდერის, რეგიონისა და დასახლების ზომის შესაბამისად. ცდომილების ზღვარი წარმოადგენს +/- 2.5 პროცენტს, გამოპასუხების მაჩვენებელი - 66 პროცენტს. 


close დახურვა