logo
ENG



IRI: მოსახლეობის 72% მომავალ არჩევნებში ახალი პოლიტიკური პარტიების ხილვას ისურვებდა

07 ნოე 202219:20
3 წუთის საკითხავი
 
ფოტო: ვახო ქარელი/ფორმულა

IRI-ის (საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი) საზოგადოებრივი კვლევის თანახმად, მოსახლეობის 72% სურს, მომავალ არჩევნებში ახალი პოლიტიკური პარტიები იხილოს.

22% კმაყოფილია პოლიტიკური პარტიების ამჟამინდელი არჩევანით, 7%-მა კი პასუხის გაცემა არ ისურვა.

 

IRI-ის დაკვეთით კვლევა ჩატარდა 2022 წლის 13 სექტემბრიდან 2 ოქტომბრამდე პერიოდში. საველე სამუშაოები კომპანია IPM-მა ჩაატარა. მონაცემები შეგროვდა პირისპირ ინტერვიუს მეთოდით რესპონდენტთა სახლებში. მრავალეტაპიანი შემთხვევითი შერჩევის მეთოდით გამოიკითხა 1500 სრულწლოვანი მოქალაქე. ცდომილების ზღვარი +/- 2.5%-ია.


close დახურვა