logo
ENG



IRI: მოსახლეობის 79% პანდემიის წინააღმდეგ მთავრობის მუშაობით კმაყოფილია

12 აგვ 202015:29
3 წუთის საკითხავი
 
IRI: მოსახლეობის 79% პანდემიის წინააღმდეგ მთავრობის მუშაობით კმაყოფილია

საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 79% პანდემიის წინააღმდეგ მთავრობის მუშაობით კმაყოფილია. მათ შორის 41% ძალიან კმაყოფილია, 38% - ნაწილობრივ კმაყოფილი.

კვლევის მიხედვით, პანდემიის დროს მთავრობის შემუშავებული სოციალური პაკეტით კმაყოფილია მოსახლეობის 58% (მათ შორის 21% ძალიან, 37% - ნაწილობრივ). 

კვლევის თანახმად, მოსახლეობის უმრავლესობა თანხმდება, რომ დაავადებათა კონტროლის ეროვნულმა ცენტრმა (94%), ჯანდაცვის სამინისტრომ (91%) და პრემიერმინისტრის აპარატმა (81%) პანდემია ეფექტიანად მართეს

კვლევა ჩატარდა საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის კვლევების ცენტრის სახელით, ბალტიის კვლევებისა და გელაპის ორგანიზაციის წარმომადგენლის, დოქტორ რასა ალიშაუსკინეს მიერ, 2020 წლის 4 ივნისი - 2 ივლისის პერიოდში. შერჩევა მოიცავდა საარჩევნო ხმის უფლებისა და ასაკის მქონე 1500 რესპონდენტს. მონაცემები შეწონილი იყო ასაკის, გენდერის, რეგიონისა და დასახლების ზომის შესაბამისად. ცდომილების ზღვარი წარმოადგენს +/- 2.5 პროცენტს, გამოპასუხების მაჩვენებელი - 66 პროცენტს. 


close დახურვა