საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) კვლევის თანახმად, ოპოზიციონერებს შორის მოსახლეობაში ყველაზე დიდი, 53%-იანი მოწონებით ევროპული საქართველოს ლიდერი დავით ბაქრაძე სარგებლობს.
კვლევის მიხედვით, პოლიტიკოსებიდან ყველაზე დიდი მოწონებით პრემიერმინისტრი გიორგი გახარია სარგებლობს - 63%, შემდეგ თბილისის მერი კახა კალაძე - 57%, დავით ბაქრაძე - 53%, შალვა ნათელაშვილი - 42%, ბიძინა ივანიშვილი - 41%, გრიგოლ ვაშაძე - 41%, გიორგი ვაშაძე - 40%.
კვლევის თანახმად, მოსახლეობისთვის ყველაზე არასასურველი ზურაბ გირჩი ჯაფარიძეა - 73%, ეკა ბესელია - 72%, ნინო ბურჯანაძე - 66%, მამუკა ხაზარაძე - 57%.
კვლევა ჩატარდა საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის კვლევების ცენტრის სახელით, ბალტიის კვლევებისა და გელაპის ორგანიზაციის წარმომადგენლის, დოქტორ რასა ალიშაუსკინეს მიერ, 2020 წლის 4 ივნისი - 2 ივლისის პერიოდში. შერჩევა მოიცავდა საარჩევნო ხმის უფლებისა და ასაკის მქონე 1500 რესპონდენტს. მონაცემები შეწონილი იყო ასაკის, გენდერის, რეგიონისა და დასახლების ზომის შესაბამისად. ცდომილების ზღვარი წარმოადგენს +/- 2.5 პროცენტს, გამოპასუხების მაჩვენებელი - 66 პროცენტს.