IRI-ის კვლევების მიხედვით, ქვეყანაში ყველაზე რეიტინგული პოლიტიკური ლიდერი არის „ევროპული საქართველოს“ ლიდერი დავით ბაქრაძე 57%-ით, მეორე ადგილზეა მმართველი პარტიის გენერალური მდივანი და თბილისის მერი კახა კალაძე - 49%, ხოლო მესამე ადგილზე „შენების მოძრაობის“ ლიდერი დავით უსუფაშვილი - 47%. აღსანიშნავია, რომ პოლიტიკურ ლიდერებს შორის ყველაზე დაბალი რეიტინგი აქვს სალომე ზურაბიშვილი - გამოკითხულთა 70% მის მიმართ უარყოფითადაა განწყობილი.
გამოკითხულთა 55% მიესალმება ახალ სახეებს პოლიტიკაში. ეს გულისხმობს ახალ სახეებს უკვე არსებულ პოლიტიკურ პარტიებში და, ამავდროულად, სრულიად ახალ პოლიტიკურ ძალებს ახალი ლიდერებით.
კვლევა საერთაშორისო რესპუბლიკურმა ინსტიტუტმა საქართველოში 2019 წლის ივნისის ანტი-რუსული საპროტესტო აქციების შემდეგ ჩაატარა. კვლევის საველე სამუშაოები ჩაატარა კვლევისა და მარკეტინგის ინსტიტუტმა (IPM), 2019 წლის 11 სექტემბრიდან 14 ოქტომბრის ჩათვლით.