logo
ENG



IRI: ხვალ რომ არჩევნები იყოს ყველაზე მეტი ამომრჩეველი, 30% ოცნებას არ მისცემდა ხმას

19 ნოე 201900:28
3 წუთის საკითხავი
 
hr9mcchib3v3p06.png

საერთაშორისო რესპუბლიკურმა ინსტიტუტის (IRI)-ის მიერ ჩატარებული კვლევის მიხედვით, კითხვაზე ხვალ რომ არჩევნები იყოს რომელ პარტიას მისცემდი ხმას 23% აცხადებს, რომ „ქართულ ოცნებას" მისცემდა ხმას, 15% „გაერთიანებულ ოპოზიციას", ხოლო 5% „ევროპულ საქართველოსა" და „ლეიბორისტულ პარტიას," ხოლო 4% „პატრიოტთა ალიანსს".

კითხვაზე ხვალ რომ არჩევნები იყოს რომელ პარტიას არ მისცემდი ხმას გამოკითხულთა 30% აცხადებს, რომ „ქართულ ოცნებას" არ მისცემდა ხმას, 26% „გაერთიანებულ ოპოზიციას", 9% „გირჩსა" და 9% „პატრიოტთა ალიანსს" არ მისცემდა ხმას. 7%-7% „ლეიბორისტულ" პარტიასა“ და „დემოკრატიული მოძროაბა გაერთიანებულ საქართველოს" არ მისცემდა ხმას.

წინამდებარე კვლევის საველე სამუშაოები ჩაატარა კვლევისა და მარკეტინგის ინსტიტუტმა (IPM), 2019 წლის 11 სექტემბრიდან 14 ოქტომბრის ჩათვლით. კვლევას კოორდინაციას უწევდა კვლევითი კომპანიის „ბალტიის კვლევები/გელაპის ორგანიზაციის“ წარმომადგენელი, დოქტორი რასა ალისაუსკიენე, საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის კვლევების ცენტრის დაკვეთით. კვლევა განხორციელდა პირისპირ ინტერვიუს მეთოდის გამოყენებით რესპოდენტების საცხოვრებელ სახლებში. 

კვლევაში მონაწილეობა მიიღო საარჩევნო ხმის უფლების მქონე საქართველოს 1500-მა მაცხოვრებელმა, 18 წლის ასაკიდან. შერჩევა არის წარმომადგენლობითი და ზუსტად ასახავს საქართველოს მთლიან მოსახლეობას ასაკის, სქესის, რეგიონისა და სიდიდის გათვალისწინებით. გამოყენებული იქნა მრავალსაფეხურიანი ალბათობის მეთოდი, შემთხვევითი მარშრუტისა და შემდგომი დაბადების დღის მქონე რესპოდენტის შერჩევის კრიტერიუმით. 


close დახურვა