სამართლიანი არჩევნების (ISFED) ინფორმაციით, მათმა დამკვირვებელმა #5 ისნის საარჩევნო ოლქის მე-19 საარჩევნო უბნის გარე პერიმეტრზე უბანთან მუდმივად მყოფი პირის მხრიდან ამომრჩევლის სავარაუდო მოსყიდვის, კერძოდ თანხის გადაცემის, ფაქტი დააფიქსირა.
ორგანიზაციის ინფორმაციით, პირი კოორდინაციაშია უბნიდან დაახლოებით 30 მეტრის მოშორებით, მინივენის ტიპის ავტომობილში მყოფ 5 პირთან და პერიოდულად კომუნიკაციას ამყარებს საარჩევნო უბანზე ხმის მისაცემად მოსულ ამომრჩევლებთან.
მათივე ცნობით, ISFED-ის დამკვირვებელმა დღის განმავლობაში ამ პირის მხრიდან მოქალაქისთვის დაუდგენელი ბარათის გადაცემის შემთხვევაც გამოავლინა.