logo
ENG



ISFED: ოცნების მერობის კანდიდატის მხარდამჭერ გვერდზე მოსყიდვის ამსახველი ფოტოები გავრცელდა

10 სექ 202116:14
3 წუთის საკითხავი
clock 7829
2021/09/10/tteuzay1wez2yeh.png

არასამთავრობო ორგანიზაცია სამართლიანი არჩევნების (Isfed) ინფორმაციით, 9 სექტემბერს ქართული ოცნების წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერობის კანდიდატის - გოგა გულორდავას მხარდამჭერ Facebook გვერდზე გავრცელდა ფოტომასალა, სადაც ჩანს პარტიის აქტივისტების მიერ საკვები პროდუქტების შეძენისა და მოქალაქეებისთვის დარიგების ფაქტი.

ორგანიზაციაში ამბობენ, რომ აღნიშნული ქმედება წარმოადგენს საარჩევნო კოდექსის 47-ე მუხლის პირველი "ა" ქვეპუნქტის დარღვევას და შეიცავს სისხლის სამართლის კოდექსის 164 "1" მუხლით განსაზღვრულ ამომრჩევლის მოსყიდვის ნიშნებს.

"სამართლიანმა არჩევნებმა მერობის კანდიდატის მიერ ამომრჩეველთა მოსყიდვის ფაქტის შესახებ თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისთვის უწყებათაშორის კომისიას საჩივრით მიმართა, უფლებამოსილი ორგანოების ჩართულობით ფაქტზე შესაბამისი რეაგირებისთვის.

სამართლიანი არჩევნები მოუწოდებს ყველა პოლიტიკურ პარტიასა და კანდიდატს, არ მიმართონ ამომრჩეველთან ურთიერთობის იმგვარ ფორმებს, რომლებიც შესაძლოა მოსყიდვის ნიშნებს შეიცავდეს", - ნათქვამია განცხადებაში. 


close დახურვა