logo
ENG



ISFED: ძალადობის შემცველ ბანერებზე ცესკოს საჩივრით მივმართეთ

18 სექ 202120:01
3 წუთის საკითხავი
 
ISFED: ძალადობის შემცველ ბანერებზე ცესკოს საჩივრით მივმართეთ

ორგანიზაცია სამართლიანი არჩევნები ცესკოს საჩივრით მიმართავს - მიზეზი თბილისში გუშინ ღამით გამოჩენილი სიძულვილის ენის შემცველი სისხლიანი ბანერებია.

ორგანიზაციაში ამბობენ, რომ ბანერების გამოკვრით, შესაძლოა, დარღვეულიყო სააგტიაციო მასალის გავრცელების წესი. 

სამართლიანი არჩევნები ფინანსებთან დაკავშირებით აუდიტის სამსახურსაც მიმართავს.

„წინასაარჩევნო კამპანიის დროს სააგიტაციო მასალის დამზადებისა და გავრცელების წესი მკაცრად არის განსაზღვრული საქართველოს საარჩევნო კოდექსით. კერძოდ, სააგიტაციო მასალაზე აღნიშნული უნდა იყოს დამამზადებელი და დამკვეთი ორგანიზაციების სახელწოდებები, მისამართები, ინფორმაცია მისი ტირაჟის, რიგითი ნომრისა და გამოშვების თარიღის შესახებ. აკრძალულია ბეჭდვითი სააგიტაციო მასალის გავრცელება ამ ინფორმაციის მითითების გარეშე.

სამართლიანი არჩევნები ასევე გეგმავს მიმართოს სახელმწიფო აუდიტის სამსახურს, აღნიშნული ბანერების დაფინანსების წყაროების გამჭვირვალობასთან დაკავშირებით", - ნათქვამია განცხადებაში.

"არა ნაცებს", არა ბოროტებას, არა ღალატს", - ამ წარწერით თბილისის ქუჩებში წინასაარჩევნოდ ახალი ბანერები გააკრეს. მათზე მედიისა და ოპოზიციის წარმომადგენლები არიან გამოსახული, ისევ სისხლის შხეფების ფონზე. 

წლევანდელ ბანერებს ახალი სახეები დაემატა, მათ შორის ყოფილი პრემიერი გიორგი გახარიაა. 

ბანერზე გამოსახულია ენმ-ს თავმჯდომარე ნიკა მელია, დეპუტატი გუბაზ სანიკიძე, ტვ პირველის საინფორმაციო სამსახურის უფროსი ნოდარ მელაძე, მთავარი არხის დირექტორი ნიკა გვარამია, ევროპული საქართველოს ლიდერი გიგა ბოკერია და გირჩი - მეტი თავისუფლების ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე. 


close დახურვა