logo
ENG



ISIS-მ ალ-ბაღდადის ლიკვიდაცია ოფიციალურად დაადასტურა

01 ნოე 201909:07
3 წუთის საკითხავი
 
6bw1xbl48o70dhi.png

ტერორისტულმა დაჯგუფება „ისლამურმა სახელმწიფომ" აბუ ბაქრ ალ-ბაღდადის ლიკვიდაცია და მისი შემცვლელის ვინაობა ოფიციალურად დაადასტურა.

გარდა ამისა, დაჯგუფება ამერიკის შეერთებულ შტატებს შურისძიებითაც დაემუქრა. ალ-ბაღდადი, რომელიც ტერორისტულ დაჯგუფებას 2010 წლიდან ხელმძღვანელობდა, რამდენიმე დღის წინ, სირიის ჩრდილოეთით, აშშ-ის თავდაცვის უწყების მიერ ჩატარებულ სპეცოპერაციას ემსხვერპლა. ალ-ბაღდადი მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი პირი იყო. 2011 წელს აშშ-მ ის ოფიციალურად ტერორისტად გამოაცხადა და მის შესახებ ინფორმაციისთვის 10 მილიონი დოლარის ოდენობის ჯილდო დააწესა.

სამხედრო ოპერაციის ამსახველი ვიდეომასალა პენტაგონმა გამოაქვეყნა. უწყება განმარტავს, რომ შეიარაღებული კონფლიქტების შესახებ კანონის შესაბამისად, ალ-ბაღდადის ცხედარი ზღვაში დაკრძალეს. 

რამდენიმე დღის წინ "Newsweek-მა" გაავრცელა ინფორმაცია, რომ ალ-ბაღდადის ლიკვიდაციის შემდეგ „ისლამური სახელმწიფოს“ ლიდერობა აბდულა ქარდაშმა ითავა. ალ-ბაღდადიმ ქარდაში წინამძღოლად ჯერ კიდევ აგვისტოში წარადგინდა, თუმცა მის შესახებ ბევრი არაფერია ცნობილი. ამასთან, როგორც ირკვევა, ქარდაში სადამ ჰუსეინის არმიის ჯარისკაცი იყო. 

 


close დახურვა