![6bw1xbl48o70dhi.png](/uploads_script/news/thumb_6bw1xbl48o70dhi.png)
ტერორისტულმა დაჯგუფება „ისლამურმა სახელმწიფომ" აბუ ბაქრ ალ-ბაღდადის ლიკვიდაცია და მისი შემცვლელის ვინაობა ოფიციალურად დაადასტურა.
გარდა ამისა, დაჯგუფება ამერიკის შეერთებულ შტატებს შურისძიებითაც დაემუქრა. ალ-ბაღდადი, რომელიც ტერორისტულ დაჯგუფებას 2010 წლიდან ხელმძღვანელობდა, რამდენიმე დღის წინ, სირიის ჩრდილოეთით, აშშ-ის თავდაცვის უწყების მიერ ჩატარებულ სპეცოპერაციას ემსხვერპლა. ალ-ბაღდადი მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი პირი იყო. 2011 წელს აშშ-მ ის ოფიციალურად ტერორისტად გამოაცხადა და მის შესახებ ინფორმაციისთვის 10 მილიონი დოლარის ოდენობის ჯილდო დააწესა.
რამდენიმე დღის წინ "Newsweek-მა" გაავრცელა ინფორმაცია, რომ ალ-ბაღდადის ლიკვიდაციის შემდეგ „ისლამური სახელმწიფოს“ ლიდერობა აბდულა ქარდაშმა ითავა. ალ-ბაღდადიმ ქარდაში წინამძღოლად ჯერ კიდევ აგვისტოში წარადგინდა, თუმცა მის შესახებ ბევრი არაფერია ცნობილი. ამასთან, როგორც ირკვევა, ქარდაში სადამ ჰუსეინის არმიის ჯარისკაცი იყო.