logo
ENG



ISW: 5 კვირაში უკრაინამ თითქმის იმდენი ტერიტორია დაიბრუნა, რამდენიც რუსეთმა 6 თვეში დაიპყრო

11 ივლ 202318:45
3 წუთის საკითხავი
 
2023/07/11/uwp4icvorwwiz6c.png

ომის კვლევის ამერიკული ინსტიტუტის (ISW) ცნობით, 5 კვირაში უკრაინამ თითქმის იმდენი ტერიტორია დაიბრუნა, რამდენიც რუსეთმა 6 თვეში დაიპყრო.

"5 კვირაში უკრაინამ თითქმის იმდენი ტერიტორია დაიბრუნა, რამდენიც რუსეთმა 6 თვეში დაიპყრო. უკრაინელი ოფიციალური პირების თქმით, ქალაქი ბახმუტი უკრაინის თავდაცვის ძალების კონტროლის ქვეშაა", - აცხადებს ომის კვლევის ამერიკული ინსტიტუტი.

ISW-ს თქმით, როგორც უკრაინული, ისე რუსული წყაროები ბოლო დღეებში იმაზე მიუთითებენ, რომ უკრაინა ბახმუტის რეგიონსა და მის სახმრეთ-დასავლეთ ფლანგებზე წინ მიიწევს, რამაც უკრაინულ ძალებს, შესაძლოა, უპირატესობა მისცეს.

ამასთან, ამერიკელი ექსპერტები აცხადებენ, რომ 10 ივლისს, უკრაინულმა ჯარებმა კონტრშეტევითი ოპერაციები ფრონტის სულ მცირე სამ სექტორში განახორციელეს.


close დახურვა