logo
ENG



ISW: ომის 500 დღის განმავლობაში რუსეთმა უკრაინაში ვერც ერთ დასახულ მიზანს ვერ მიაღწია

09 ივლ 202311:14
3 წუთის საკითხავი
 
2023/07/09/xqe692pptsnoydl.png

ომის კვლევის ამერიკული ინსტიტუტის (ISW) ცნობით, ომის 500 დღის განმავლობაში რუსეთმა უკრაინაში ვერც ერთ დასახულ მიზანს ვერ მიაღწია.

"500 დღის წინ რუსეთმა წამოიწყო არაპროვოცირებული დაპყრობითი ომი უკრაინის წინააღმდეგ. რუსი სამხედროები კიევის აღებას სამ დღეში აპირებდნენ, მაგრამ უკრაინაში ვერც ერთ დასახულ მიზანს ვერ მიაღწიეს", - აცხადებს ომის კვლევის ამერიკული ინსტიტუტი.

ამერიკელი ექსპერტების თქმით, უკრაინელების მტკიცე და ოსტატურმა წინააღმდეგობამ შეაჩერა რუსეთის მრავალი შეტევა, მათ შორის კიევის წინააღმდეგ, გაათავისუფლა სუმისა და ჩერნიგოვის რეგიონები, ასევე ხარკივის, მიკოლაივისა და ხერსონის რეგიონების ნაწილი, რომლებიც რუსულ ძალებს დროებით ჰქონდათ დაპყრობილი.

"უკრაინულმა ჯარებმა ინიციატივა დაიბრუნეს და კონტრშეტევას ფრონტის უმეტეს ნაწილში აწარმოებენ, რუსული ჯარები კი თითქმის მთლიანად არიან ორიენტირებული უკრაინის მიწების შენარჩუნებაზე, რომლებსაც ჯერ კიდევ აკონტროლებენ", - ნათქვამია განცხადებაში.


close დახურვა