ომის კვლევის ამერიკული ინსტიტუტის (ISW) განცხადებით, რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი რუსეთს ხანგრძლივი, იმპერიალისტური ომისთვის ამზადებს.
ანალიტიკოსების თქმით, პუტინმა სამოქალაქო საზოგადოების განვითარებისა და ადამიანის უფლებების საბჭოს სხდომაზე განაცხადა, რომ "ე.წ. სპეცოპერაცია უკრაინაში, შესაძლოა, იყოს ხანგრძლივი პროცესი და რომ ახალი ტერიტორიების დაპყრობა მნიშვნელოვანი შედეგია რუსეთისთვის".
ომის კვლევის ინსტიტუტის ექსპერტები ამბობენ, რომ ამ შეხვედრაზე პუტინმა თავისი თავი რუსეთის მეფეს პეტრე პირველს შეადარა და აღნიშნა, რომ რუსეთი ახლა აზოვის ზღვას აკონტროლებს, რომლისთვის პეტრე პირველი იბრძოდა.
"ეს განცხადებები რუსული იმპერიული ისტორიის შესახებ აშკარად განსაზღვრავს პუტინის მიზნებს უკრაინაში, როგორც იმპერიალისტურს და ჯერ კიდევ მაქსიმალისტურს. პუტინი ამზადებს რუსულ შიდა აუდიტორიას ხანგრძლივი, დამღლელი ომისთვის უკრაინაში, რომლის მიზანია - ახალი უკრაინული ტერიტორიების დაპყრობა", - ამბობენ ISW-ში.
ანალიტიკოსები აცხადებენ, რომ რუსული იმპერიალისტურმა გარემომ დადებითად შეაფასა პუტინის ეს განხადება, რომელიც "დამატებითად ქმნის ომის გაჭიანურებას".