logo
ENG



ISW: რუსებმა ვერ შეძლეს ტაქტიკური მიღწევებით სარგებლობა

22 აგვ 202210:37
3 წუთის საკითხავი
 
ISW: რუსებმა ვერ შეძლეს ტაქტიკური მიღწევებით სარგებლობა

ომის შემსწავლელი ამერიკული ინსტიტუტი აცხადებს, რომ რუსული ჯარები უკრაინაში წარმატებას ვერ აღწევენ. 

ამასთან, უკრაინის ოკუპირებული ტერიტორიებიდან, ქვეყნის დამოუკიდებლობის დღის მოახლოებასთან ერთად გატაცებები გახშირდა. 

ISW-ის შეფასებით, რუსული ჯარების უუნარობა, გამოიყენონ ბახმუტსა და ავდიივკაში მიღწეული წარმატებები, ფუნდამენტური რუსული სამხედრო პრობლემის მაგალითია - მათ არ შეუძლიათ ტაქტიკური მიღწევის ოპერატიულ წარმატებად გადაქცევა. 

კერძოდ, ორგანიზაცია აცხადებს, რომ რუსებმა ვერ შეძლეს, ესარგებლათ ტაქტიკური მიღწევებით და ვერ შეამცირეს უკრაინის თავდაცვის ხაზები. 

"ეს ხსნის რუსული ძალების წინსვლის უკიდურესად ნელ ტემპს აღმოსავლეთ უკრაინაში, რაც მტკიცედ მიუთითებს იმაზე, რომ რუსული ძალები უახლოეს თვეებში ვერ შეძლებენ მეტი ტერიტორიის აღებას, თუ სიტუაცია გაუთვალისწინებელი გზით არ განვითარდება. ნაკლებად სავარაუდოა, რომ რუსული ძალები შეძლებენ საკმარისი რესურსების კონსოლიდაციას შეტევითი ოპერაციისთვის.

რუსებს ასევე დასჭირდებათ დამატებითი საბრძოლო გუნდების შექმნა და აღჭურვილობის დამატება, რათა მცირედი წინსვლა მაინც ჰქონდეთ". - წერს ISW. 


close დახურვა