logo
ENG



ISW: რუსეთის ფლოტის შტაბ-ბინაზე თავდასხმა, სავარაუდოდ, მძიმე სამოქალაქო დრონით მოხდა

21 აგვ 202213:52
3 წუთის საკითხავი
 
2022/08/21/en3rnigbr22aim4.png

ომის შემსწავლელი ამერიკული ინსტიტუტის (ISW) განცხადებით, 20 აგვისტოს ოკუპირებულ ყირიმში, რუსეთის შავი ზღვის ფლოტის შტაბ-ბინაზე თავდასხმა, სავარაუდოდ, მძიმე სამოქალაქო დრონით - SkyEye 5000mm Pro მოხდა. 

ISW აცხადებს, რომ ამ დრონს შეუძლია 20 კგ-მდე ტვირთის გადატანა, 150 კმ/სთ-მდე სიჩქარის განვითარება და ჰაერში შვიდ საათამდე გაჩერება. ამასთან, მისი ონლაინ შეძენა თავისუფლად შეიძლება.

ISW ასევე ვარაუდობს, რომ რუსეთის ხელისუფლებას დასჭირდება ყირიმში უსაფრთხოების ზომების გაძლიერება, ამისთვის კი საჭირო გახდება აქ ფრონტიდან ქვედანაყოფების გადმოსროლა - რუსეთმა ფრონტზე სხვადასხვა ძალა, მათ შორის ეროვნული გვარდია განალაგა. 

სევასტოპოლში, რუსეთის შავი ზღვის ფლოტის შტაბ-ბინაზე უპილოტო თვითმფრინავით თავდასხმა 20 აგვისტოს დილას მოხდა.

ტვიტერზე გავრცელდა არაერთი ვიდეო, რომელშიც ჩანს კვალმი შტაბ-ბინის თავზე. 

ოკუპირებული ყირიმის მარიონეტი გუბერნატორის, მიხაილ რაზვოჟაევის თქმით, მოგვიანებით დრონი სწორედ ამ შენობის თავზე ჩამოაგდეს და ცეცხლი სწორედ მას გაუჩნდა. 


close დახურვა