logo
ENG



ISW: რუსეთმა, შესაძლოა, გაზაფხულის ბოლოს ან ზაფხულში, დონეცკში მასშტაბური შეტევა დაიწყოს

01 აპრ 202411:33
3 წუთის საკითხავი
 
2024/04/01/znklc7e4teyad64.jpg

ომის კვლევის ამერიკული ინსტიტუტის (ISW) ცნობით, რუსეთმა, შესაძლოა, გაზაფხულის ბოლოს ან ზაფხულში, დონეცკში მასშტაბური შეტევა დაიწყოს.

"რუსეთმა, შესაძლოა, გაზაფხულის ბოლოს ან ზაფხულში, დონეცკის რეგიონის დასავლეთით ფართომასშტაბიანი შეტევა დაიწყოს. რუსული ჯარები მხოლოდ ერთი ოპერატიული მიმართულებით შეძლებენ წინსვლას.

ამასთან, 30 მარტს, უკრაინულმა ძალებმა ავდიივკას მახლობლად რუსული ბატალიონის შეტევა მოიგერიეს. რუსეთის სამხედრო სარდლობის მზადყოფნა, ავდიივკას მახლობლად შეტევაში ტანკების ბატალიონი ჩაერთოს, მიუთითებს იმაზე, რომ ეს შეტევა რუსებისთვის პრიორიტეტულია", - ნათქვამია განცხადებაში.

გუშინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა საგაზაფხულო სამხედრო გაწვევის შესახებ განკარგულებას ხელი მოაწერა. გაწვევა 1-ელი აპრილიდან 15 ივლისამდე გაგრძელდება და 150 000 ადამიანს გამოიძახებენ.


close დახურვა