logo
ENG



ISW: უკრაინა კონტრშეტევის ოპერაციებს სულ მცირე 3 მიმართულებით არძელებს

15 ივნ 202309:36
3 წუთის საკითხავი
 
2023/06/15/73wi5uu6wtgjngh.png

ომის კვლევის ამერიკული ინსტიტუტის (ISW) ინფორმაციით, უკრაინის ჯარები კონტრშეტევის ოპერაციებს სულ მცირე 3 მიმართულებით აგრძელებენ და გარკვეულ პროგრესს აღწევენ.

ISW-ის მაგალითად, უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილის ანა მალიარის განცხადება მოჰყავს, რომლის თანახმადაც, უკრაინის ჯარები ბახმუტის ფრონტის დაუდგენელ მონაკვეთებში 200-დან 500 მეტრამდე დაწინაურდნენ, ხოლო ზაპოროჟიეს მიმართულების დაუდგენელ მონაკვეთებში 300-დან 350 მეტრამდე.

ინსტიტუტმა ასევე აღნიშნა, რომ რუსი სამხედრო ბლოგერების თქმით, უკრაინის ჯარები აგრძელებენ კონტრშეტევებს ბახმუტის ჩრდილო-დასავლეთ, ჩრდილო-აღმოსავლეთ და სამხრეთ-დასავლეთ ნაწილებში.

გარდა ამისა, ინსტიტუტში აღნიშნავენ: უკრაინულმა და რუსულმა წყაროებმა განაცხადეს, რომ ბრძოლა გრძელდება დონეცკის რეგიონის დასავლეთით, კერძოდ მაკაროვკას რეგიონში, ასევე ზაპოროჟიეს რეგიონის დასავლეთით.

"რუსი სამხედრო კორესპონდენტები ვარაუდობდნენ, რომ სამხრეთ უკრაინაში ძლიერმა წვიმამ და უამინდობამ შეიძლება შეანელოს უკრაინის თავდასხმების ტემპი, მაგრამ ანა მალიარმა [თავდაცვის მინისტრის მოადგილე] ხაზგასმით აღნიშნა, რომ ამინდის პირობები ყოველთვის არ მოქმედებს უკრაინის შეტევაზე", - წერენ ISW.


close დახურვა