logo
ENG



ISW: ჭურვების ნაკლებობამ შესაძლოა რუსეთს შეტევის განხორციელებაში ხელი შეუშალოს

01 იან 202313:15
3 წუთის საკითხავი
 
2023/01/01/9pokygitlblvvyl.jpg

ომის კვლევის ამერიკული ინსტიტუტი ვარაუდობს, რომ ჭურვების დეფიციტი უახლოეს მომავალში რუსეთს ხელ შეუშლის, რომ ფრონტის ნებისმიერ მონაკვეთზე სერიოზული შეტევა განახორციელოს.

"ISW მიიჩნევს, რომ საბრძოლო მასალებთან სირთულეებმა, შესაძლოა, ნაწილობრივ ხელი შეუშალოს რუსულ ძალებს ბახმუტის რაიონში ოპერაცია მაღალი ინტენსივობით შეინარჩუნონ", - აღნიშნავენ ორგანიზაციაში.

"რუსეთის მიერ საარტილერიო საბრძოლო მასალის მარაგის ამოწურვა, სავარაუდოდ, გავლენას მოახდენს მის უნარზე, შეინარჩუნოს ოპერაციების მაღალი ტემპი უკრაინაში", - აღნიშნავენ ანალიტიკოსები.


close დახურვა