logo
ENG



Interfax: პუტინისა და კიმ ჩენ ინის შეხვედრა შესაძლოა 13 სექტემბერს შედგეს

11 სექ 202312:41
3 წუთის საკითხავი
 
2023/09/11/xo7642i1khfwegd.jpg
ვლადიმირ პუტინისა და კიმ ჩენ ინის შეხვედრა, 2019 წელი.

ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი და რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი შესაძლოა ერთმანეთს რუსეთში 13 სექტემბერს შეხვდეს. ინფორმაციას ამის შესახებ უკვე რუსული სამთავრობო მედია Interfax-იც ადასტურებს.

"შორეული აღმოსავლეთის" ფედერალური ოლქის ერთ-ერთი წარმომადგენლის განცხადებით, ჩრდილოეთ კორეის ლიდერი "შეიძლება უახლოეს მომავალში ესტუმროს რეგიონს". თუმცა ის სააგენტოსთან ვიზიტის დეტალებს არ აკონკრეტებს.

Interfax სამხრეთ კორეულ მედიასაშუალებებზე დაყრდნობით იუწყება, რომ ჩრ. კორეის მმართველი სავარაუდოდ უკვე გაემგზავრა რუსეთში.

ჯერ კიდევ სექტემბრის დასაწყისში New York Times-მა გაავრცელა ცნობა, რომ იგეგმებოდა ორი ქვეყნის ლიდერის მოსკოვში შეხვედრა, სადაც განხილვის მთავარი საკითხი მოსკოვის იარაღით მომარაგება იქნებოდა.


close დახურვა