KFC და Mcdonalds-ი უკრაინას საკვებით დაეხმარებიან.
როგორც რესტორნები აცხადებენ, მათი ობიექტები იმუშავებენ იმ ლოკაციებზე, სადაც თანამშრომლების უსაფრთხოება იქნება დაცული და საკვებს ადგილობრივი ხელისუფლების ადმინისტრაციებს მიაწვდიან, რომლებიც შემდეგში პროდუქტებს მოსახლეობას დაურიგებენ.
საკვები პროდუქტები გადაეცემა ასევე სამხედრო ჰოსპიტლებს, საავადმყოფოებს, სამხედროებს და ყველას ვისაც დასჭირდებათ.