logo
ENG



KyivPride: უკრაინის ლგბტ+ თემი ქვეყნის დასაცავად რუსული ძალების წინააღმდეგ ერთიანდება

12 მარ 202218:26
3 წუთის საკითხავი
 
2022/03/12/01kayopk8xy8hjq.jpg
KyivPride

უკრაინის ლგბტ+ თემი ქვეყნის დასაცავად რუსული ძალების წინააღმდეგ ერთიანდება. ინფორმაციას კიევი პრაიდი ავრცელებს.

კიევი პრაიდის ინფორმაციით, თემის წარმომადგენლები ბრძოლაში სხვადასხვა ფორმით ერთვებიან. ნაწილი ფიზიკურად იბრძვის და იცავს უკრაინის ტერიტორიას. ზოგი ჰუმანიტარულ დეპარტამენტებში მოხალისეობს, ნაწილი კი რუსეთის ვებგვერდებზე კიბერშეტევებშია ჩართული.

„ღიად გეი, ლესბოსელი, ტრანსგენდერი ადამიანები და მთლიანად თემი ახლა საბრძოლო მისიებშია ჩართული და იბრძვის უკრაინის შეიარაღებულ ძალებთან ერთად!

ორგანიზაცია „უკრაინული ლგბტ+ ჯარის მონაწილეებს, რომელიც 120-ზე მეტ ადამიანს აერთიანებს, შეტაკებებში საკუთარი ემბლება აქვთ - მარტორქა, როგორც თვითიდენტიფიკაციის სიმბოლო“, - წერია კიევი პრაიდის განცხადებაში.

 

close დახურვა