logo
ENG



LA GAZZETTA: „მილანი“ ზლატანს ახალ კონტრაქტს გაუფორმებს

18 ნოე 202114:58
3 წუთის საკითხავი
 
2021/11/18/g4a2qkz2pm6fsg7.jpg

იტალიური მედიის ცნობით, 40 წლის შვედი ფორვარდი ზლატან იბრაჰიმოვიჩი „მილანთან“ ახალ, 2-წლიან კონტრაქტს გააფორმებს.

LA GAZZETTA DELLO SPORT-ის ინფორმაციით, ლომბარდიული კლუბი ზლატანს სულ მალე წარუდგენს კონტრაქტის დეტალებს და, თანხმობის შემთხვევაში, შვედი „როსონერის" საკუთრებაში 2023 წლამდე დარჩება.

სკანდინავიელი ვარსკვლავი მეოთხე ფეხბურთელი გახდა, რომელმაც 40 წლისამ იტალიის Seria A-ში გოლი გაიტანა. ზლატანთან ერთად, ამ ასაკში იტალიის უმაღლეს ჩემპიონატში გოლის გატანა, ასევე, შეძლეს სილვიო პიოლამ, პიეტრო ვერჰოვოდმა და ალესანდრო კოსტაკურტამ.

  • იბრაჰიმოვიჩი  „როსონერის“ 2020 წელს „ლოს ანჯელეს გალაქსიდან“ შეუერთდა.
  • ზლატანმა 2020 წლიდნ დღემდე კლუბის შემადგენლობაში 43 მატჩი ჩაატარა და 28-ჯერ აიღო მეტოქის კარი.

close დახურვა