logo
ENG



LIVE: ზელენსკის ისტორიული მიმართვა აშშ-ის კონგრესს

16 მარ 202218:00
3 წუთის საკითხავი
 

უკრაინის პრეზიდენმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ აშშ-ს კონგრესს მიმართა.

მიმართვის ძირითადი გზავნილები წაიკითხეთ აქ.

 

გამოსვლის დასასრულს ზელენსკი ოვაციებით გააცილეს

 

ზელენსკი ბაიდენს: ხართ დიდებული ერის ლიდერი, მსურს, იყოთ მსოფლიო ლიდერი

ვერ ვხედავ აზრს სიცოცხლეში, თუ მას არ შეუძლია სიკვდილის შეჩერება. ეს უმთავრესი საკითხია ჩემთვის, როგორც ხალხის, დიდებული უკრაინელების, ჩემი ერის ლიდერისთვის. მივმართავ პრეზიდენტ ბაიდენს: თქვენ ხართ დიდებული ერის ლიდერი. მსურს, იყოთ მსოფლიოს ლიდერი. მსოფლიოს ლიდერობა ნიშნავს, იყო მშვიდობის ლიდერი.

 

ზელენსკიმ კონგრესში გამოსვლისას, რაშმორის მთა, პერლ ჰარბორზე თავდასხმა და 9/11-ის ტრაგედია გაიხსენა

ზელენსკიმ, ასევე სთხოვა კანონმდებლებს, მისი დახმარების თხოვნის განხილვისას გაიხსენონ თავდასხმები "პერლ ჰარბორზე" მეორე მსოფლიო ომში და 2001 წელს მსოფლიო სავაჭრო ცენტრზე.

"გახსოვდეთ პერლ ჰარბორი, 1941 წლის 7 დეკემბრის საშინელი დილა, როდესაც თქვენი ცა შავი იყო თვითმფრინავების თავდასხმის გამო. უბრალოდ, გახსოვდეთ ეს.

გაიხსენეთ 11 სექტემბერი, საშინელი დღე 2001 წელს, როდესაც ბოროტებამ სცადა, თქვენი ქალაქები, დამოუკიდებელი ტერიტორიები, გადაექცია ბრძოლის ველებად, როცა უდანაშაულო ადამიანებს  საჰაერო გზით თავს დაესხნენ.

ისევე, როგორც ამას არავინ ელოდა და თქვენ ეს ვერ შეაჩერეთ, ჩვენი ქვეყანა იგივეს განიცდის ყოველდღე", - თქვა მან.

"მახსოვს თქვენი ეროვნული რაშმორის მემორიალი, თქვენი გამოჩენილი პრეზიდენტების სახეები, მათი, ვინც საფუძველი ჩაუყარა ამერიკის შეერთებულ შტატებს, როგორიც ახლაა ის, დემოკრატია, თავისუფლება, დამოუკიდებლობა, ზრუნვა ყველაზე, თითოეული ადამიანისთვის, ყველაზე, ვინც მუშაობს, ვინც პატიოსნად ცხოვრობს, ვინც პატივს სცემს კანონს", - აღნიშნა ზელენსკიმ. ~

 

ზელენსკიმ კონგრესში რუსული აგრესიის შესახებ ვიდეო აჩვენა

 

კონგრესში სიტყვით გამოსვლის დროს, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ვიდეო წარადგინა, რომელშიც ჩანს, როგორ ანადგურებს რუსეთი უკრაინულ ქალაქებს. 

 

ზელენსკი: გთავაზობთ ახალი კავშირის, U24-ის შექმნას, რომელიც მყისიერად მოგვაწვდის დახმარებას

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ აღნიშნა, რომ დღეს არსებული ინსტიტუტებმა უკრაინას ომი ვერ ააცილეს და ისინი ვერ უზრუნველყოფენ მშვიდობას. 

ამიტომ ზელენსკიმ პარტნიორებს ახალი ალიანსის U24-ის შექმნის ინიციატივით მიმართა.

ზელენსკის თქმით ამ გაერთიანებაში შემავალი მაღალი პასუხისმგებლობის მქონე ქვეყნები ომში მყოფ უკრაინას 24 საათის განმავლობაში საჭიროებების შესაბამისად მყისიერად მიაწვდიან ყველა ტიპის დახმარებას და ერთად იმოქმედებენ მშვიდობის დამყარებისთვის. 

ჩვენ გთავაზობთ ახალი, მშვიდობისთვის გაერთიანებულთა  ასოციაციის შექმნას U24-ს. პასუხისმგებლობიანი ქვეყნების კავშირს, რომელსაც ექნება ძალა და გონება, რომ შეაჩეროს ომი მყისიერად და მოგვაწოდოს აუცილებელი დახმარება 24 საათის მანძილზე: თუ საჭირო იქნება იარაღებიც, სანქციებიც, ჰუმანიტარული დახმარება, პოლიტიკური მხარდაჭერა, ფინანსები - ყველაფერი, რაც საჭიროა მშვიდობის შესანარჩუნებლად და მყისიერად რათა გადავარჩინოთ მსოფლიო, გადავარჩინოთ სიცოცხლე.

ისეთ ალიანსს რომ ეარსება დღეს, როგორიც U24, ჩვენ ათასობით სიცოცხლეს გადავარჩენდით ჩვენს ქვეყანაში და მსოფლიოს ბევრ სხვა ქვეყანაშიც, რომელსაც სჭირდება მშვიდობა, რომელიც იტანჯება არაადამიანური ნგრევით.“ - განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ

 

ზელენსკი: დაკეტეთ ცა უკრაინის თავზე, ბევრს თუ ვითხოვთ, ალტერნატიული თხოვნაც გვაქვს

"დაკეტეთ ცა უკრაინის თავზე, გადაარჩინეთ ადამიანები, ბევრს ვითხოვთ? ჰუმანიტარული არასაფრენი ზონა - ისეთი რამ, რაც რუსეთს შეაწყვეტინებს ჩვენი თავისუფალი ქალაქების დატერორებას.

თუ ეს მეტისმეტია, ალტერნატიული თხოვნაც გვაქვს. იცით, რა ტიპის თავდაცვის სისტემები გვჭირდება. იცით, რამდენია დამოკიდებული საჰაერო ბრძოლის შესაძლებლობებზე. ძლიერი ავიაცია გვჭირდება ჩვენი ხალხის, თავისუფლების, სამშობლოს დასაცავად".

 

ზელენსკი: მოგიწოდებთ, გააკეთოთ მეტი, მიიღოთ ახალი სანქციები, სანამ რუსეთი გაჩერდება

"ჩვენი ქვეყნისთვის და მთელი ევროპისთვის ყველაზე ბნელ დროს, გთხოვთ, მეტი გააკეთოთ. სანქციების ახალი პაკეტია საჭირო, მუდმივად, ყოველ კვირას, სანამ რუსული სამხედრო მანქანა გაჩერდება.

გთავაზობთ, რომ აშშ-მ სანქციები დაუწესოს ყველა პოლიტიკოსს რუსეთის ფედერაციაში, ვინც თავის ოფისებში რჩება და არ წყვეტს კავშირებს მათთან, ვინც პასუხისმგებელია უკრაინაში რუსეთის აგრესიაზე. სახელმწიფო დუმის წევრებიდან დაწყებული იმ ოფიციალური პირებით დამთავრებული, ვისაც არ აქვს სურვილი, რომ შეწყვიტოს სახელმწიფოს ტერორი.

ყველა ამერიკულმა კომპანიამ უნდა დატოვოს რუსული ბაზარი მყისიერად რადგან ის სავსეა ჩვენი სისხლით. ქალბატონებო და ბატონებო, კონგრესის წევრებო, გთხოვთ უხელმძღვანელეთ ამას თუ თქვენს დასახლებებში არის კომპანიები, რომლებიც აფინანსებენ რუსულ სამხედრო მანქანას და აქვთ ბიზნესი რუსეთში, თქვენ მათ უნდა დაუწესოთ წნეხი.

მე გთხოვთ დარწმუნდეთ, რომ რუსები არ მიიღებენ არცერთ პენის თქვენგან რასაც გამოიყენებენ უკრაინაში ხალხის გასანადგურებლად, ჩვენი ქვეყნისა და ევროპის გასანადგურებლად. მშვიდობა უფრო მნიშვნელოვანია ვიდრე შემოსავალი და ჩვენ ეს პრინციპი უნდა დავიცვათ მთელს მსოფლიოში", - განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ. 

 

ზელენსკი: რუსეთი თავს დაესხა ჩვენს თავისუფლებას და ფასეულობებსაც

"რუსეთი არა მხოლოდ ჩვენ დაგვესხა თავს, არა მხოლოდ ჩვენს მიწას, არა მხოლოდ ჩვენს ქალაქებს. ის ბრუტალურად დაესხა თავს ჩვენს ღირებულებებს, საბაზისო ადამიანურ ფასეულობებს. მან გამოიყენა ტანკები და თვითმფრინავები თავისუფლების წინააღმდეგ, ჩვენი თავისუფლების წინააღმდეგ, ჩვენი უფლების წინააღმდეგ, რომ თავისუფლად ვიცხოვროთ ჩვენს ქვეყანაში და ავირჩიოთ ჩვენი მომავალი. ჩვენი ბედნიერებისკენ სწრაფვის, ჩვენი ნაციონალური ოცნების წინააღმდეგ. იმავე ოცნების, რაც თქვენ, ამერიკელებს გაქვთ", - თქვა უკრაინის პრეზიდენტმა.

 

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ აშშ-ის კონგრესისადმი მიმართვისას 2001 წლის 11 სექტემბრის ტრაგედია გაიხსენა

"ვინაიდან არავინ ელოდა ამ თავდასხმას, თქვენ მას ვერ შეაჩერებდით. ჩვენი ქვეყანა ამას ყოველდღიურად განიცდის".

ზელენკი აშშ-ს კონგრესს: მე მჭირდება თქვენი გადაწყვეტილება, დახმარება, რაც იგივეა, როცა ამბობთ - I have a Dream (მე მაქვს ოცნება)

აშშ-ს კონგრესში სიტყვით გამოსვლისას უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ თქვა:

"მე მაქვს ოცნება - ეს სიტყვები თითოეული თქვენგანისთვის ცნობილია. მე მაქვს საჭიროება, დავიცვა ჩვენი ცა, მჭირდება თქვენი გადაწყვეტილება, თქვენი დახმარება, რაც ნიშნავს ზუსტად იმავეს, როდესაც თქვენ ამბობთ - I have a Dream (მე მაქვს ოცნება)".

უკრაინის პრეზიდენტს ვოლოდიმირ ზელენსკის აშშ-ის კონგრესში დისტანციური მიმართვის დაწყებამდე ამერიკელი კანონმდებლები ოვაციებით დახვდნენ

 


close დახურვა