logo
ENG



MDF-ის ანეკდოტური კვლევა: ყველაზე დამაჯერებელი ვაქცინებთან დაკავშირებული კონსპირაციებია​

02 თებ 202111:23
3 წუთის საკითხავი
 
2021/02/02/2cch3k75zivqvil.jpg

მედიის განვითარების ფონდი (MDF)-მა ანეკდოტური მტკიცებულებების კვლევა გამოაქვეყნა. 

ორგანიზაციამ კვლევით შეისწავლა, რა გავლენას ახდენს დეზინფორმაცია და კონსპირაციები საზოგადოებრივ აღქმებზე და რომელი ანეკდოტური მტკიცებულებებია ყველაზე მეტად გავრცელებული საზოგადოებაში. ამასთან, იკვლევს საზოგადოების დამოკიდებულებებს კორონავირუსის პანდემიისა და ვაქცინაციის საკითხებისადმი. 

კვლევის ფარგლებში 79 რესპონდენტი, საქართველოს 4 რეგიონში: იმერეთი, ქვემო ქართლი, გურია, სამეგრელო 2020 წლის აგვისტოში გამოიკითხა. 

რესპონდენტებმა ღია კითხვებს შემდეგ თემებზე უპასუხეს: 

ფიზიკური უსაფრთხოება - ყველაზე დამაჯერებელი რესპონდენტთა ნაწილისთვის 63 (70%) ჯანმრთელობასთან, კონკრეტულად კი ვირუსებთან და ვაქცინებთან დაკავშირებული კონსპირაციები აღმოჩნდა.

რესპონდენტებმა 5 ანეკდოტური მტკიცებულება დაასახელეს:

○ ვირუსები ლაბორატორიებში გამოჰყავთ; 

○ ვაქცინები ჯანმრთელობისთვის საშიშია და ბევრი გვერდითი ეფექტი აქვს; ○ კორონავირუსი ხელოვნურად შექმნილი ვირუსია/ბიოლოგიური იარაღია; ○ კორონავირუსი არ არსებობს/გაზვიადებულია/ჩვეულებრივი გრიპია; 

○ ლუგარის ლაბორატორიის საქმიანობა საეჭვოა; მას გარე აქტორები მართავენ.

ტერიტორიული უსაფრთხოება - კონსპირაციის, რომ ყარსის ხელშეკრულებას ვადა გასდის, რის შედეგადაც საქართველო აჭარას დაკარგავს, გამოკითხულთაგან 17 ადამიანს (18.9%) მიაჩნდა სარწმუნოდ. 

ინდივიდუალური უსაფრთხოება 

○ ასიმილაციის საფრთხე - 7-მა რესპონდენტმა (7.8%) დამაჯერებლად მიიჩნია ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ევროკავშირი/დასავლეთი მიგრანტების მიღებას გვავალდებულებს. 

○ იდენტობის დაკარგვის საფრთხე - რესპონდენტთა რაოდენობა (3.3%), ვინც თვლის, რომ დასავლეთი ლგბტ თემის მიმღებლობასა და ერთნაირსქესიანთა ქორწინებას გვავალდებულებს მხოლოდ 3 ადამიანი იყო.

სოციალურ-ეკონომიკური უსაფრთხოება 

○ საბჭოთა კავშირი vs. თავისუფლება - რესპონდენტთა ნაწილის აზრით: ○ სსრკ-ში კანონი კანონობდა, დღეს კი ზედმეტი თავისუფლებაა; 

○ სსრკ-ში ქვეყანა უსაფრთხოდ იყო, ომები არ იყო; 

○ სსრკ სოციალურ-ეკონომიკური თვალსაზრისით უფრო დაცული იყო. 

○ რუსული ბაზარი vs. ევროპული - ევროპულ ბაზარს რუსულთან შედარებით სკეპტიკურად 2 მიზეზის გამო ეკიდებოდნენ: 

○ ევროპა და ამერიკა შორსაა, რუსული ბაზარი ახლოა და ნაცნობია; 

○ რუსული ბაზარი უფრო მარტივია. 

კვლევის მიგნებები სრულად ხელმისაწვდომია აქ


close დახურვა