ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესში რიგით მეორე კანონი მზადდება, რომლის რეგისტრაციასაც ზედა პალატის კანონმდებლები მიმდინარე კვირაში გეგმავენ. ფორმულას ვაშინგტონის ბიუროსთვის ექსკლუზიურად ცნობილი გახდა, რომ ორპარტიული საკანონმდებლო აქტის მიზანი უმაღლესი თანამდებობის წევრთა სანქცირება და ქართველი ხალხისადმი მხარდაჭერის დადასტურებაა. ამასთან, დღესვე მოსალოდნელია ჯო უილსონის კანონპროექტის MEGOBARI Act-ის რეგისტრაცია. ექსკლუზიური ინფორმაცია შეერთებულ შტატებში ფორმულას კორესპონდენტისთვის გახდა ცნობილი.