logo
ENG



Mona.ge-ს სიას ლაზარე გრიგორიადისის საქმის მოსამართლე და პროკურორი დაემატა

12 აპრ 202418:02
3 წუთის საკითხავი
 
2024/04/12/94anpiof020inca.jpg

Mona.ge-ს სიას ლაზარე გრიგორიადისის საქმის მოსამართლე, ზვიად შარაძე და პროკურორი, თამარ იაკობიძე დაემატა.

პორტალზე, აღწერაში მითითებულია ინფორმაცია მოსამართლის შესახებ, თუ რა საქმეები არის მასთან დაკავშირებული და რა ნაბიჯებს დგამდა გრიგორიადისის საქმის განხილვის დროს, ერთი წლის მანძილზე.

რაც ეხება პროკურორს, განცხადებაში ვკითხულობთ:

"ნათელია, რომ საქმე გაყალბებულიც კი არაა, ქართულ ოცნებას უბრალოდ სურდა მარტის აქციების გამო ვინმეს დასჯა, ამოარჩია ლაზარე და სამაგალითოდ, 9 წლიანი პატიმრობა შეუფარდა, ხოლო ეს პროკურორ თამარ იაკობიძის ხელით გააკეთა. სწორედ იაკობიძე წარმოადგენდა პროკურატურის პოზიციას სასამართლოში", - წერია პორტალზე.

დღეს თბილისის საქალაქო სასამართლომ ლაზარე გრიგორიადისი მარტის აქციების საქმეზე დამნაშავედ ცნო და 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. გადაწყვეტილება მოსამართლე ზვიად შარაძემ გამოაცხადა.  

ლაზარე გრიგორიადისის ოჯახმა პრეზიდენტს შეწყალების თხოვნით მიმართა. წერილი პრეზიდენტის ადმინისტრაციაში უკვე ჩააბარეს. 


close დახურვა