სახალხო დამცველმა და პრევენციული ჯგუფის წევრებმა N17 პენიტენციურ დაწესებულებაში მონიტორინგი განახორციელეს.
სასჯელაღსრულების დაწესებულებაში საგანგებო ვიზიტი, იქ არსებული მდგომარეობის შესაფასებლად ჩატარდა. ანგარიშის მიხედვით, N17 პენიტენციურ დაწესებულებაში მონიტორინგის შედეგად გამოიკვეთა, რომ ერთ-ერთი მთავარი პრობლემა ამ დაწესებულებისთვის, საკნების სიდიდე და მასში მოთავსებული მსჯავრდებულების რაოდენობაა, რომელიც ზრდის ვირუსის გავრცელების რისკს.
"ფორმულასთან" ომბუდსმენის მოადგილის, გიორგი ბურჯანაძის განცხადებით, კონკრეტულ სასჯელაღსრულების დაწესებულებაში ინფექციის კონტროლის თვალსაზრისით ბევრი პრობლემაა, რომლის მოგვარებაც მანამ უნდა მოხედეს, სანამ ქვეყანაში ვირუსის მეორე ტალღა იქნება, რათა მოხდეს მსჯავრდებულების ჯანმრთელობის სათანადოდ დაცვა.