უკრაინა NATO-ს უახლოვდება, საქართველოს ხელისუფლება კი ქვეყანას სულ უფრო აშორებს ალიანსს. შეცვლილია საქართველოსთან დაკავშირებული ჩანაწერი კომუნიკეში. ერთ დროს წინსვლით გამორჩეულ ქვეყანას, ახლა მოუწოდებენ მიაღწიოს პროგრესს რეფორმების მიმართულებით, მათ შორის უმთავრესი დემოკრატიული რეფორმებია. გაირკვა ისიც, რომ ღარიბაშვილს უარი ვილნიუსში ჩასვლაზე თავად ალიანსმა უთხრა. გერმანული მედია წერს, რომ პუტინისტური განცხადებების გამო, ღარიბაშვილი სამიტზე არასასურველი სტუმარი აღმოჩნდა. ამ ფონზე, ოცნება იმ მასშტაბური მხარდაჭერის დაკნინებას ცდილობს, რომელიც უკრაინამ სამიტის ფარგლებში მიიღო.
NATO-ს სამიტი - საქართველოს ჩრდილოატლანტიკური პერსპექტივა
12 ივლ 202320:06
3 წუთის საკითხავი