NATO-ს გენერალური მდივანი, იენს სტოლტენბერგი დღეს პოლონეთს ეწვევა. ამის შესახებ ინფორმაციას ალიანსის პრესსამსახური ავრცელებს.
სტოლტენბერგი ვარშავაში პოლონეთის პრემიერმინისტრ დონალდ ტუსკს და დიდი ბრიტანეთის პრემიერმინისტრ რიში სუნაკს შეხვდება.
პოლონეთის პრემიერის განცხადებით, NATO-ს გენერალური მდივნისა და დიდი ბრიტანეთის პრემიერის ვიზიტი უსაფრთხოების პოლიტიკის თვალსაზრისით, პოლონეთის პოზიციების გაფართოებას ემსახურება.
ამასთან, ცნობილია, რომ დღეს დიდი ბრიტანეთის პრემიერმინისტრი უკრაინისთვის სამხედრო დახმარების ყველაზე დიდ პაკეტს გამოაცხადებს.