logo
ENG



NATO-ს გენერალური მდივნის ვიზიტი და გზავნილები

18 მარ 202420:05
3 წუთის საკითხავი
 

რეფორმების აუცილებლობა, სუვერენიტეტის მხარდაჭერა, უკრაინის დახმარება - NATO-ს გენერალური მდივნის გზავნილები თბილისში. იენს სტოლტენბერგი საქართველოს ვაშინგტონის სამიტამდე 4 თვით ადრე ეწვია. შეხვდა პრემიერს და პრეზიდენტს. კობახიძესთან გამართულ ერთობლივ ბრიფინგზე იენს სტოლტენბერგმა ხაზი გაუსვა შავი ზღვის უსაფრთხოების საკითხს. ითქვა, რომ NATO-სთან დასაახლოებლად საქართველოს კონკრეტული პროგრამები ექნება. ალიანსი კი ქვეყნისგან წინსვლას ელოდება დემოკრატიული ღირებულებების და სამართლის უზენაესობის, თავისუფალი და ღია საპარლამენტო არჩევნების მიმართულებით.


close დახურვა