მიიწვევენ თუ არა კრემლისტური განცხადებებით გამორჩეულ ღარიბაშვილს, ნატოს ვილნიუსის სამიტზე? ქვეყანა შესაძლოა მთავრობის თავმჯდომარის გარეშე იყოს წარმოდგენილი იქ, სადაც სხვა ქვეყნების პირველ პირებთან ერთად ვოლოდიმირ ზელენსკია მიწვეული. დღის ბოლოს ნატოს სპეციალურმა წარმომადგენელმა ისაუბრა იმ საგანგაშო ტენდენციებზე, რომელსაც ალიანსი საქართველოში ხედავს.