NATO გეგმავს ლიეტუვაში დროებით განათავსოს AWACS-ის ელექტრონული საჰაერო დაზვერვის სისტემები, რათა "უფრო მჭიდროდ დააკვირდეს რუსეთის ქმედებებს და აღკვეთოს უსაფრთხოების დარღვევის მცდელობები."
ეს არის ალიანსის ძირითადი ადრეული გაფრთხილების სისტემა, რომელსაც შეუძლია ასობით კილომეტრის დაშორებით მტრის თვითმფრინავებისა და რაკეტების იდენტიფიცირება.
NATO-ს ვებგვერდზე განთავსებულ განცხადებიდან ვიგებთ, რომ ორი ასეთი თვითმფრინავის განთავსება ლიეტუვის სიაულიას აეროდრომზე იგეგმება, ხოლო პირველი მათგანი ქვეყანაში დღეს ჩავა.
NATO-ს სპიკერის, დილან უაიტის თქმით, რუსეთის აგრესიულმა ქმედებებმა უკრაინაში აიძულა ალიანსი მიემართა მსგავსი ნაბიჯებისთვის.
”რუსეთის დაპყრობით ომმა უკრაინის წინააღმდეგ გაზარდა ჩვენი ყურადღება ბალტიის ზღვის რეგიონში უსაფრთხოების თაობაზე”, - თქვა მან.
პირველი AWACS-ის სადაზვერვო პატრულირება უახლოეს დღეებში დაიწყება და რამდენიმე კვირა გაგრძელდება. თვითმფრინავის მოსამსახურებლად ლიეტუვაში ალიანსის 150-მდე სამხედრო მოსამსახურე გაიგზავნება.