ბოიკოტი სეზონს – NBA-ს 4 გუნდი აშშ-ში განვითარებული მოვლენების გამო პარკეტზე გასვლას არ აპირებს.
რამდენიმე დღის წინ, ვისკონსინის შტატში პოლიციელებმა აფროამერიკელი ჯეიკობ ბლეიკი დაჭრეს, რასაც ქვეყანაში კვლავ პროტესტი მოჰყვა.
პროტესტის ტალღა “მილოუკის” კალათბურთელებისგან დაიწყო. “ბაქსის” წევრებმა “ორლანდოს” წინააღმდეგ თამაშზე უარი განაცხადეს. რამდენიმე წუთის შემდეგ ბოიკოტს თავად მეტოქე გუნდის მოთამაშეებიც შეუერთდნენ.
დღის მეორე დაპირისპირება “ჰიუსტონსა” და “ოკლაჰომას” შორის უნდა ჩატარებულიყო, თუმცა ამ გუნდებმაც განაცხადეს, რომ პარკეტზე გასვლას არ აპირებენ.
გარდა საკალათბურთო მატჩებისა, ასევე ბოიკოტი გამოაცხადეს ამერიკელმა ფეხბურთელებმა და ჩოგბურთელებმა. ცინცინატის მასტერსის 27 აგვისტოს ჩასატარებელი ყველა მატჩი გადადებულია, ტურნირი 28 აგვისტოს ნახევარფინალურო ეტაპით განახლდება.