ნაციონალური საკალათბურთო ასოციის კალათბურთელები ორლანდოში ჩავიდნენ.
მომდევნო სამი თვის განმავლობაში სპორტსმენები ფლორიდაში იცხოვრებენ და დისნეის სპორტულ კომპლექსში ჩემპიონობისთვის იბრძოლებენ.
სეზონის განსხვავებული ფორმატით დასრულებაში მონაწილეობას 22 გუნდი მიიღებს. კლუბების წარმომადგენლები ორლანდოში 7 ივლისიდან ეტაპობრივად ჩავიდნენ.
მოთამაშეებისთვის სეზონის დასრულება დიდი გამოწვევაა - მათ 113 გვერდიანი მკაცრი პროტოკოლის დაცვა მოუწევთ. სავარჯიშო პროცესის განმავლობაში პირბადის ტარება ყველასთვის აუცილებელი მოთხოვნა იქნება.
NBA-ის სეზონი 31 ივლისს განახლდება, პირველი დღის ცენტრალური მატჩი ლეიკერსი-კლიპერი იქნება.