თურქეთის სამხედრო ოპერაციის შესახებ ინფორმაციის წარდგენის დროს ტელეკომპანია NBC-ის ეთერში კურიოზი მოხდა. ახალი ამბების წამყვანი უახლეს ცნობებს პირდაპირ ეთერში კითხულობდა, როდესაც სტუდიაში პატარა ბიჭი შევიდა და ყურადღება მიიქცია.
ინციდენტის დროს წამყვანმა მაყურებელს განუმარტა, რომ შვილი მასთან სამსახურში სტუმრად იმყოფებოდა.
თავად წამყვანის კოლეგებმა ეთერში ახალი ამბის გრაფიკა გაუშვეს, რა დროსაც ბავშვი სტუდიიდან გაიყვანეს.