logo
ENG



NBC News: რესპუბლიკელები უკრაინის დახმარების საკუთარ პაკეტს შეიმუშავებენ

09 მარ 202420:01
3 წუთის საკითხავი
 
2024/03/09/jmqkahptccf0iy8.jpg

აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის სპიკერი და რესპუბლიკური პარტიის წევრები უკრაინისთვის დახმარების საკუთარი პაკეტის შემუშავებაზე მუშაობენ. ინფორმაციას ამის შესახებ NBC News თავის წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.

კერძოდ, გამოცემა წერს, რომ დახმარების პაკეტის შემუშავების გეგმა ადრეულ ეტაპზეა და ჯერ კიდევ შორს არის დასრულებამდე, მაგრამ უკრაინის მხარდამჭერი რესპუბლიკელები გამოთქვამენ მზაობას კანონმდებლობის მისაღებად, მას შემდეგ, რაც კონგრესი 22 მარტს აშშ-ის მთავრობის დაფინანსების პაკეტს დაამტკიცებს.

მსჯელობა მიმდინარეობს იმის შესახებაც, რომ არასამხედრო დახმარების ნაწილი უკრაინას სესხის სახით გადაეცეს. მათ შორის ეკონომიკური დახმარება, გენერალური სამთავრობო ოპერაციებისა და ქვეყნის ომის შემდგომი აღდგენის გეგმაც, განიხილება, რომ სესხის პირობებს დაექვემდებაროს.

გამოცემა წერს, რომ აშშ-ის მთავრობის მიერ, სანქციების შედეგად ჩამორთმეული რუსული აქტივებიც ასევე შესაძლოა სესხის სახით გადაეცეს უკრაინას.


close დახურვა