logo
ENG



NCDC: ბოლო 24 საათში COVID 19-ის 2 904 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გაკეთდა 18 824 ტესტი

19 დეკ 202010:53
3 წუთის საკითხავი
 

ბოლო 24 საათში COVID 19-ის 2 904 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. 

გარდაიცვალა 53 ადამიანი. 

გაკეთდა 18 824 ტესტი, მათ შორის 9 506 ანტიგენის სწრაფი და 9 318 - PCR ტესტი.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 2 904 ახალი შემთხვევიდან: 

თბილისში გამოვლინდა 1 252 შემთხვევა, აჭარაში - 197, იმერეთში - 495, ქვემო ქართლში - 236, შიდა ქართლში - 158, გურიაში - 51, სამეგრელო-ზემო სვანეთში - 217, კახეთში - 152, მცხეთა-მთიანეთში - 80, სამცხე-ჯავახეთში - 43, რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში - 23.

აქტიურია ინფიცირების 28 984 შემთხვევა. 

მათგან 6 553 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში. 

მძიმე პაციენტებიდან ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 417 ადამიანი. 

20 460 ინფიცირებული პირი მკურნალობს სახლში. 

სულ საქართველოში კორონავირუსის დადასტურებულმა შემთხვევებმა 206 907-ს მიაღწია. 

გამოჯანმრთელდა 175 842 ადამიანი, გარდაიცვალა - 2055. 


close დახურვა