logo
ENG



NCDC: ბოლო 24 საათში COVID 19-ის 4 673 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, ჩატარდა 16 646 ტესტი

08 დეკ 202010:54
3 წუთის საკითხავი
 
NCDC: ბოლო 24 საათში COVID 19-ის 4 673 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, ჩატარდა 16 646 ტესტი

საქართველოში კორონავირუსის შემთხვევების რაოდენობა 4 673-ით გაიზარდა. ინფორმაცია stopcov.ge-ზე განახლდა.

ბოლო 24 საათში ვირუსისგან განიკურნა 3 893 ადამიანი, 36  კი გარდაიცვალა.

საკოორდინაციო საბჭოს ცნობით, დღეს გამოვლენილი ინფიცირების შემთხვევებიდან, დედაქალაქისა და რეგიონების მიხედვით განაწილება ასეთია:

  • თბილისი - 1 729 შემთხვევა;
  • აჭარა - 339;
  • იმერეთი - 673;
  • ქვემო ქართლი - 419;
  • შიდა ქართლი - 354;
  • გურია - 126;
  • სამეგრელო-ზემო სვანეთი - 388;
  • კახეთი - 384;
  • მცხეთა-მთიანეთი - 109;
  • სამცხე-ჯავახეთი - 111;
  • რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 41.

ამ ეტაპზე ქვეყანაში ინფიცირების 26 655 აქტიური შემთხვევაა. 6 829 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 2 963, აჭარაში - 1 015, იმერეთში - 1 332.  მძიმე პაციენტია 1 123  პირი, მათ შორის, თბილისში - 511, აჭარაში - 158, იმერეთში-257.  მათ შორის ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 425 პირი, მათგან თბილისში - 212, აჭარაში - 51, იმერეთში - 48. 3 759 ადამიანი მოთავსებულია კოვიდ-სასტუმროში, მათ შორის 1 187 - თბილისში,1 858 - აჭარაში, 409 - იმერეთში. 16 067  პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 1 186 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 338, აჭარაში - 213, ხოლო იმერეთში - 27. ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 51 709 ადამიანი, მათ შორის თბილისში - 20 017 პირი, აჭარაში - 10 771, იმერეთში - 5 572.

გუშინ, 7 დეკემბერს, ქვეყანაში 16 646 ტესტი ჩატარდა, აქედან 11 400 ანტიგენი და 5 246 PCR.

ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე, გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 169 649-ს. აქედან 141 392 პაციენტი გამოჯანმრთელდა, ხოლო 1576 გარდაიცვალა. 


close დახურვა