საქართველოში კორონავირუსის შემთხვევების რაოდენობა 448-ით გაიზარდა, 299 ადამიანი კი გამოჯანმრთელდა. ინფორმაცია stopcov.ge-ზე განახლდა.
NCDC-ს ცნობით, გუშინ, 30 სექტემბერს, ქვეყანაში 8 559 PCR ტესტი ჩატარდა.
ქვეყანაში დღემდე COVID-19 6 640 ადამიანს დაუდასტურდა. აქედან 3419 განიკურნა, ხოლო 39 გარდაიცვალა.
კარანტინის რეჟიმში 5 392 ადამიანი იმყოფება, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 836. 1100 ადამიანი კოვიდ სასტუმროებში მკურნალობს.
