![NCDC: საქართველოში კორონავირუსის 453 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, ჩატარდა 7 206 ტესტი](/uploads/news/koronavirusi.jpg)
საქართველოში დღეს კორონავირუსის შემთხვევების რაოდენობა 453-ით გაიზარდა, 295 ადამიანი გამოჯანმრთელდა, 2 - გარდაიცვალა. ინფრომაცია stopcov.ge-ზე განახლდა.
ბოლო მონაცემებით, ქვეყანაში ვირუსის 7 093 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 3 714 ადამიანი გამოჯანმრთელდა, გარდაიცვალა - 43.
NCDC-ის ცნობით, ბოლო 24 საათში ქვეყანაში 7 206 PCR ტესტირება ჩატარდა.
ინფექცირუი საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელის, მარინა ენდელაძის თქმით, ამ ეტაპისთვის ქვეყანაში კორონავირუსის 3 379 აქტიური შემთხვევაა. მათგან 38 ინფიცირებული პაციენტის მდგომარეობა მძიმეა, მათ შორის 36 მართვით სუნთქვაზე იმყოფება.