საქართველოში კორონავირუსის 2775 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ინფორმაცია stopcov.ge-ზე განახლდა.
მათ შორის თბილისში 1 044 შემთხვევა გამოვლინდა, აჭარაში - 503, იმერეთში კი - 526.
რეგიონების მიხედვით კორონავირუსის ახალი შემთხვევების განაწილება შემდეგია:
- ქვემო ქართლი - 207;
- შიდა ქართლი- 177;
- გურია - 89;
- სამეგრელო-ზემო სვანეთი - 117;
- კახეთი - 36;
- მცხეთა-მთიანეთი - 43;
- სამცხე-ჯავახეთი - 25;
- რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთი - 8.
ბოლო 24 საათში, კორონავირუსით კიდევ 22 ადამიანი გარდაიცვალა.
სულ, ჩატარდა 13 049 PCR ტესტი.